ხვალ 12 საათზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გაგრძელდება. პროცესზე დაიკითხებიან ქართველი ექსპერტები, რომლებიც სასამართლოს პატიმრობაში მყოფი პრეზიდეტის უმძიმეს დიაგნოზებზე მიაწვდიან ინფორმაციას. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე კი პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელს, ბილ ბროუდერს წერილს უგზავნის და დახმარებას სთხოვს, რომ მაგნიტსკის ახალი სია შედგეს.
იხილეთ ასევე: