ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ - დაკავებულია 400-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტში, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. 

შტურმის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ გავრცელებულა, თუმცა სამთავრობო შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა - პროტესტის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ფანჯრებიდან გადაყარეს ავეჯი, კონგრესის შენობის ნაწილი დატბორეს, დაარბიეს ოთახები უზენაეს სასამართლოში.

დარბევა სამ საათზე ცოტა ხანს გრძელდებოდა. მედია წერს, რომ ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ძლიერი პოლარიზაცია მემარცხენე პრეზიდენტის გამარჯვების შემდეგ, რომელსაც ულტრამემარჯვენეები უპირისპირდებიან. ქვეყანაში არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა.

"ამ ვანდალებმა, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ... ფანატიკოსი ფაშისტები, გააკეთეს ის, რაც არასოდეს მომხდარა ამ ქვეყნის ისტორიაში", - თქვა პრეზიდენტმა,  ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.

მისი თქმით, ყველა მონაწილე პირი დაისჯება.

ბრაზილიის გუბერნატორმა თქვა, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და გამოძიება გრძელდება.~

ბოლსონარომ, რომელმაც ჯერ მარცხი აღიარა, შემდეგ პრეტენზია წამოაყენა, რომ ბრაზილიის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მიდრეკილია გაყალბებისკენ, რამაც გამოიწვია არჩევნების შედეგების უარყოფის მოთხოვნით ძალადობრივი მოძრაობა. მან დარბევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ძალადობას გმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი