მკოიანისა და პეტროსიანის დაპირისპირების ახალი კადრები - "ოცნების" მაჟორიტარს ბრალი დღემდე არ წარდგენია

გამოქვეყნდა:

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და რამდენჯერმე ისვრის. ვიდეო 26 მარტის ინციდენტს ასახავს, როცა ერთმანეთს  მკოიანი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ.

კადრებში ჩანს, როგორც მისდევს მკოიანი იარაღით პირს, სავარაუდოდ, სამველ პეტროსიანს, პოლიციელი კი მის შეჩერებას ცდილობს. მკოიანი სამართალდამცავს ყელში ჰკიდებს ხელს და ასე იშორებს მას. მანამდე, ის რამდენჯერმე ისვრის იარაღიდან. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მკოიანი აღნიშნავს, რომ ეს იყო ჰაერში გასროლა, პეტროსიანის “შეშინების” მიზნით. ვიდეოში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადამიანთა ჯგუფიც ჩანს.

მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ბრალი ორ პირს წარედგინა, რომელთა შორის ენზელ მკოიანი არ არის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი