უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელი, სერხი ჩერევატი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების განცხადებები ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რეალობას არ შეესაბამება.
"რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები, გენერალური შტაბის რეზიუმეში, დაელოდეთ", - თქვა მან.
ღამით "ვაგნერის" დაჯგუფების პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ფოტო და თქვა, რომ ქალაქის მთელი ტერიტორიას მათი მებრძოლები აკონტროლებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისმა ამ ინფორმაციას მტრის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაცია უწოდა. იხილეთ ასევე: