უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინელ ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
პოდოლიაკის აზრით, საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა.
"ეს ფენომენალურია. ქვეყანა, რომელიც 2000-იანი წლების შუაში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად მიიჩნეოდა, რომელმაც მძლავრი ეკონომიკური, ანტიკორუფციული რეფორმები, უპრობლემოდ არა, მაგრამ გაატარა, დღეს დაბრუნდა უცნაურ მდგომარეობაში, როცა რეფორმატორი პრეზიდენტის ციხეში მოკვლა სურთ. გესმით, როგორ გამოჩნდება ეს ისტორიის წიგნებში?!", - თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, კიევი თბილისს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანოს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამას არა პოლიტიკური მოტივით, არამედ ჰუმანიტარული მიზნებით აკეთებს.
"ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიმბოლური ჟესტია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო დეჰუმანიზებული ქვეყანა არაა, მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა. თუ მათ მაგალითად მოსწონთ რუსეთი, კარგი, ღმერთი იყოს მათთან, ასე იყოს, მაგრამ არსებობს ჰუმანიტარული კომპონენტი, ჰუმანისტური კომპონენტები რაც სწორად უნდა აირჩიონ", - თქვა მან.
ამავე თემაზე: