პოდოლიაკის განცხადება უტიფრობაა, ვერ ხედავს რეგიონში რა ხდება - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა" - ამბობს "ოცნების" წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას.

ვოლსკის აზრით, პოდოლიაკი "ან უტიფრად აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას", ან "ვერ ხედავს რეგიონში რა ხდება" 

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება.

ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, - თქვა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ბუკებთან დაკავშირებით,  ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ისინი სხვა რეალობაში არიან.

შეგახსენებთ, ბუკებთან დაკავშირებით პირევლად, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა  უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება და უარი მიიღო.

ამ განცხადებას "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მორიგი თავდასხმა მოჰყვა უკრაინის ომში მყოფ ხელისუფლებაზე.

იხილეთ ასევე:


 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი