სასტიკი ბრძოლა მიდის, არასწორია თქმა, სოლედარის რამდენ პროცენტს აკონტროლებს უკრაინა - გენერალური შტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ალექსეი გრომოვი ამბობს, რომ არასწორია პროცენტულად იმის შეფასება, თუ სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებს უკრაინა, და რას რუსეთი. 

"სოლედართან დაკავშირებით: არის სასტიკი ბრძოლები, პროცენტული თვალსაზრისით შეფასება არ არის მიზანშეწონილი. ქალაქის რომელ ნაწილს ვაკონტროლებთ და რომლის გაკონტროლებას ცდილობს მტერი. ბრძოლები მიმდინარეობს, სასტიკი ბრძოლები", - ამბობს გენერალი.

 ცნობისთვის, რუსეთმა ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლედარს ისინი აკონტროლებენ. აღნიშნული უკრაინულმა მხარემ უარყო. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. ნგრევის მასშტაბი გამოჩნდა სატელიტურ ფოტოებშიც:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი