ნიკა გვარამია Human Rights Watch-ის ანგარიშის ცენტრალური პერსონა ხდება. მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვას აკვირდება, საქართველოს შესახებ მძიმე მოხსენებას აქვეყნებს. ვრცელ დოკუმენტში თავი, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, სწორედ ნიკა გვარამიას საქმის, სასამართლო პროცესისა და სასჯელის შეფასებით იწყება.
Human Rights Watch მოხსენებაში აღწერს ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ქმედებებსა და დამოკიდებულებას "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიმართ და იქვე განმართავს, თუ რა პოზიცია ჰქონდათ ამ საქმეზე სამოქალაქო სექტორსა და სახალხო დამცველს.
ნიკა გვარამიას საქმის გარდა ჩამოთვლილია კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც საქართველოში უკიდურესად დააზიანა მედია გარემო - მათ შორის თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები.
დოკუმენტში მოხვდა ვრცელი ჩამონათვალი სამართალდამცავთა დანაშაულების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. მთელი ეს კრებული, ოპოზიციის აზრით უმძიმეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპულ მომავალზე - განსაკუთრებით 12-პუნქტიანი შეთანხების შესრულების შეფასებისას.
იხილეთ ასევე: