
უკრაინის რადამ ნაადრევად შეუწყვიტა უფლებამოსილება დეპუტატებს - ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინს და ანდრეი აქსიონოვს.
ინფორმაცია დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკიმ Telegram-ზე გაავრცელა.
აქსიანოვმა მანდატის დატოვების საკითხი ნებაყოფლობით დააყენა, ხოლო დანარჩენ პირებს მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა.