"ვიბრძვით თითოეული ადამიანისთვის... სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსი მაინც იქნება" | ზელენსკი დნიპროზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე თავდასხმას დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ეხმაურება. ამბობს, რომ მათთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსი მაინც იქნება:

დღეს მთელი დღის განმავლობაში დნიპროდან ანგარიშებს ვიღებ. იქ ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ჩართულია ყველა საჭირო მხარე და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს. 

ამ დროისთვის უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც, შესაძლოა, ტერორისტების თავდასხმის მომენტში შენობაში იყვნენ. ნანგრევებიდან ათობით ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვი. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანისთვის და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსი მაინც იქნება. 

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინამ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი მოქალაქისგან მოისმინა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არაა! ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ტერორის საპასუხოდ ნორმალური ხალხი შეიკრიბოს! - აცხადებს ზელენსკი. 

ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი