არესტოვიჩი, მისი განცხადების გამო, დნიპროს მცხოვრებლებს ბოდიშს უხდის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა მის განცხადებას რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მცხოვრებლებს ბოდიში მოუხადა.

"დღეს ძალიან მინდა ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას, ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, ვინც ჩემი სიტყვები გაიგო," - თქვა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა. 

არესტოვიჩის განცხადების გამო, რადას დეპუტატები მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი