ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადასცემს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

"ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ გერმანიისა და შეერთებული შტატების ინიციატივას და გავაგზავნოთ 
"პატრიოტები" უკრაინაში", - ციტირებს რუტეს განცხადებას გამოცემა De Telegraf.

თუმცა, როდის მიიღებს უკრაინა აღნიშნულ სისტემას, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი