
"უკრაინა რომ NATO-ს წევრი ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა" - ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ჩვენ ისტორიას უნდა გადავხედოთ და დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე NATO-ს წევრი? ჩვენ გვინდა NATO-ში გაწევრიანება, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი", - თქვა ფინეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, 2014 წელს, როდესაც რუსეთი თავს ყირიმს დაესხა, ევროპასა და მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ. სანა მარინი თვლის, რომ ახლა ერთადერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ ევროპა უკრაინას დაეხმარება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, თუნდაც 15 წელი.
იხილეთ ასევე: