ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, სულისშემძვრელი ტრაგედიაა უკრაინისთვის - პაპუაშვილი 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს შალვა პაპუაშვილი

 შეგახსენებთ, ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და სამი უკრაინელი მაღალჩინოსანი. უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიუსამძიმრა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი