ნიკა გვარამიას საქმე | სოფო ლილუაშვილისა და თამთა მურადაშვილის შეხვედრები ლონდონში

გამოქვეყნდა:

უესტმინსტერის სასახლე, მრგვალი მაგიდა - "სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის", ფორუმი "საერთაშორისო რეპრესიები და საგარეო აგრესიები" - ნიკა გვარამიას მეუღლე და ადვოკატი შეხვედრებს ლონდონში მართავენ. სოფო ლილუაშვილი და თამთა მურადაშვილი წარმომადგენელთა პალატას, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებსა და მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

მთავარი საკითხი ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობაა. დასავლეთმა იცის, რატომ ჩასვეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ციხეში, თუმცა დამატებით დეტალებზე ინფორმაცია ნიკა გვარამიას მეუღლისგან და ადვოკატისგან მიიღეს.

შეხვედრებს მოყვა შედეგიც - პარტნიორები აქვეყნებენ განცხადებებს და აკეთებენ კომენტარებს, რომელთა ადრესატიც "ქართული ოცნებაა" - მოუხსნან ბრალდება ნიკა გვარამიას და გაათავისუფლონ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ციხიდან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი