
კრემლი შეერთებული შტატების მიერ რამზან კადიროვის წინააღმდეგ საქციების დაწესებას მიუღებელს უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ გაავრცელა.
სანქციების დაწესებას გამოეხმაურა თავად რამზან კადიროვიც და განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გამოცხადებულ ბროლაში ერთვება.
შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვსა და მისი ოჯახის წევრებს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სანქციები გუშინ დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.