ბუდანოვი აცხადებს, რომ მათი ჯაშუში, კირეევი, უკრაინელებმა მოკლეს და ეს რუსეთს აწყობდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დამხედრო დაზვერვის მეთაურის, კირილ ბუდანოვის თქმით, მათი ჯაშუში, დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა და ეს რუსეთს აწყობდა. ამის შესახებ მან რადიო "თავისუფლების" უკრაინულ ბიუროსთან ისაუბრა

მისი განცხადებით, დენის კირეევი, რომელიც ომის დაწყების დროს ბელარუსში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი იყო და ის 2022 წლის 5 მარტს კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა.

ბუდანოვის თქმითვე, კირეევს 2009 წლიდან იცნობდა.ბელარუსში მოლაპარაკებებზეც თავად გაგზავნა და დარწმუნებულია, რომ რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობდა. 

"ის იქ [მოლაპარაკებებზე] მე გავგზავნე. პირველადაც და მეორედაც, როცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონახულების შემდეგ პირდაპირ უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ადამიანი უკვე დაღუპულია, ამაზე საუბარი შეგვიძლია - მთავარი დავალება, რომელიც მას მივეცით, პროცესის გაჭიანურება იყო რომ დრო მოგვეგო. ბატონი კირეევი მოლაპარაკების პროცესის ორ წევრს რუსეთიდან, პირადად იცნობდა...

მას, ვინც ეს განზრახ ჩაიდინა, მიზნად ჰქონდა, რომ ჩვენ სხვის თამაშში არ ჩავრეულიყავით და პროცესი არ გაგვეჭიანურებინა, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის მიგვეცა საშუალება, მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გარკვეული ქმედებები განეხორციელებინა, - ამბობს ბუდანოვი. 

უკრაინის დამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ კირეევის მკვლელობამ წყალი რუსეთის წისქვილზე დაასხა. 

"თუ გახსოვთ, მაშინ სიტუაცია ახლოს იყო კრიტიკულთან. ადამიანების გარკვეული რაოდენობა არსებობდა, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება არც ისე სურდათ. ეს ჩემი პირადი აზრია" - განაცხადა ბუდანოვმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი