პესკოვი აღიარებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია კვლავ ძალაშია

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ კვლავ ძალაშია.

როგორც პესკოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში განმარტავს, მოქალაქეების მობილიზაციის პროცესი დასრულებულია, თუმცა დოკუმენტების სხვა დებულებები აგრძელებს მოქმედებას.

"ნაწილობრივი მობილიზაცია შესრულდა რათა კონკრეტული [ჯარისკაცების] რაოდენობისთვის 
მიგვეღწია, რაც საჭირო იყო შეიარაღებული ძალების მიერ დავალებების შესასრულებლად. როცა თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ; ნაწილობრივი მობილიზაცია შეჩერდა", - ამბობს პესკოვი. 

აქვე, პესკოვმა აღნიშნა, რომ მობილიზაციის გარკვეული დებულებები კვლავ ძალაშია, რადგან "ის სამხედრო მოსამსახურეებს დავალებების შესასრულებლად სჭირდებათ". პესკოვს არ განუმარტია თუ რა დავალებებს გულისხმობდა იგი. 

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ Ukinform-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს ნაწილობრივ მობილიზაციას. იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ახალწვეულებს კვლავ იღებს სამხედრო რიგებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი