პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ვის მისცა ხმა "ქართულმა ოცნებამ". ჩემთვის მთავარი მათი პოზიციაა. ამ დრომდე ვერ მიიღეს ჩვენი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. ესტონეთი მთელი თავისი სამხედრო შეიარაღებით გვეხმარება. საქართველოს მთავრობამ კი ერთი იარაღი არ გამოგვიგზავნა. ტინი კოკსი ერთერთი იყო ვინც რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და უკრაინას მხარი დაუჭირა, ასევე აქტიურად მონაწილეობა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაგდებაში. ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა, საქართველოს მთავრობამ კი არა. მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. არ მესმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიხეილ სააკაშვილი რა კავშირშია.
- ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო და "ოცნების" მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მხარდაჭერას ეხმაურება.