"საქართველოში რუსების რაოდენობის ზრდის ტენდენციამ, შესაძლებელია, უკრაინის მოქალაქეებზე გარკვეული გავლენა იქონიოს" | კამელჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში  ამბობს, რომ  საქართველოში რუსების რაოდენობის ზრდის ტენდენციამ შესაძლებელია უკრაინის მოქალაქეებზე  გარკვეული გავლენა იქონიოს.

"ჩვენი მიზანია უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა სადაც არ უნდა იყვნენ. ცივი გონებით ვაფასებთ არსებულ ვითარებას. ჩვენმა ელჩმა რეკომენდაციები გასცა, რომელიც შესაძლებელია მომავალში საჭირო გახდეს. ვაფასებთ ვითარებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით, ამან შესაძლებელია უკრაინის მოქალაქეებზე მომავალში გარკვეული გავლენა იქონიოს. ბევრი შემთხვევის შესახებ არ ვიცით, ან ინფორმაცია ჩვენამდე არ აღწევს, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნებისმიერი პროვოკაციებისგან თავი უნდა დავიცვათ" - ამბობს კამელჩუკი.

 შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ 
"საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.  ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი