მოვუწოდეთ ელჩს, განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი | უკრაინის საგარეო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის გაუარესების საკითხი დააყენა და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა

"ევჰენ პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი.

"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისო დიალოგის გააქტიურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი