გადაწყვეტილება მიღებულია. უკრაინა გერმანული წარმოების ლეოპარდებს უახლოეს პერიოდში მიიღებს. ეს იქნება პირველი, ყველაზე მძლავრი დასავლური წარმოების ტანკი უკრაინულ შეიარაღებაში. გერმანიის ხელისუფლების ისტორიული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფიციალური კიევისთვის,
რადაგან ბერლინის შემდეგ ლეოპარდებს ომში მყოფ ქვეყანას სხვა ევროპული სახელმწიფოები მიაწვდიან.
მზაობას 12-მდე ქვეყანა უკვე გამოთქვამს. ანალიტიკოსების აზრით, სისხლისმღვრელ ომში გარდამტეხი ეტაპი ახლოვდება, რადგან ძლიერი საბრძოლო სისტემით აღჭურვილი მოდერნიზებული ტანკების გარდა პარტნიორების შემდეგი დახმარება სავარაუდოდ უკრაინისთვის აბრამსებისა და ავიაგამანადგურებლების მიწოდება იქნება.
იხილეთ ასევე: