უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. 

მედიასაშუალებები ტელეგრამის საკუთარ არხებზე წერენ, რომ აფეთქებებია ოდესაში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და დნიპროში. 

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბრლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი