გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უზენაესში, თუ შედეგი იგივე დარჩა, მივმართავთ სტრასბურგს - კორძაძე

გამოქვეყნდა:

ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში დაცვის მხარეს წარმოადგენს ამბობს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. მისივე განცხადებით, თუ გადაწყვეტილება ამ ინსტანციაშიც იგივე იქნება, სტრასბურგს მიმართავენ. 

ადვოკატი ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

"მთავარი არის ის, რომ სააპელაციომაც დაადასტურა, რომ არავითარ ფულის გათეთრებას აქ ადგილი არ ჰქონია, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საქმე ფულის გათეთრებით დაიწყო და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა, დანარჩენი, თაღლითობა - ეს არის გამოსავალი, რომელიც მოუძებნეს პროკურატურას ამ საქმიდან, შესაბამისად, აქ დადასტურდა ის, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, არავითარი ფულის გათეთრება არ ჩაუდენიათ.

რაც შეეხება იმ კუდს, რომელიც დარჩა, ვითომდა ხანდაზმული თაღლითობის სახით, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, დაველოდებით შედეგს და თუ იგივე შედეგი დარჩა, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგს, რომელიც ჩვენი აზრით, დაადგენს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამტკიცებთ", - თქვა კორძაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. იხილეთ: 

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი