ექიმმა თქვა, სააკაშვილი უფრო დამძიმდება, თუ არ მიიღებს საკვებსო, თუმცა აღარ დაამატა, რატომ ვერ იღებს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ვავა მედის კლინიკს ექთანის განცხადებას გამოეხმურა და თქვა, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ, თუმცა არ ამბობენ, რატომ ვერ იღებს ის საკვებს.

ხაჭაპურიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. 

"კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმეა და, კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არ მიიღებს საკვებსო, თუმცა მეორე ნაწილში აღარ დაამატა, რატომ ვერ იღებს საკვებს. მან თქვა, რომ არ იღებს. თუ სააკაშვილს არ გაეწევა მაღალპროფილურ კვალიფიციურ კლინიკაში საზღვარგარეთ მკურნალობა, მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მოგეხსენებათ, დასკვნა წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, ამ შუამდგომლობაზე გავცემთ პასუხს, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ ეს ერთი, და მეორე, დაიკითხებიან ცენტრ ემპათიის ექსპერტები, დაახლოებით 5 ადამიანი უნდა დაიკითხოს ხვალისთვის", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, "ვივა მედის" ექთანი, ქეთი ღვინიანიძე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ის ძალიან მცირე ოდენობით საკვებს იღებს - "სტაბილურად მძიმეა. დღითიდღე მძიმდება. ძალიან მცირედ ჭამს" - ამბობს "მთავართან" საუბარში ღვინიანიძე.

მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გუშინ, 28 იანვარს ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმაც ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონაში ყოველდღიურად იკლებს და  თუ კლება გაგრძელდება, შესაძლოა, "ფატალური შედეგი დადგეს".

ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება და საკვებს პროტესტის გამო არ იღებს. მის განცხადებას, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ უპასუხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს არა "არ", არამედ "ვერ" იღებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი