არასამთავრობო სექტორი ენზელ მკოიანის საქმის გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო სექტორი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს "ქართული ოცნების" წევრის, ენზელ მკოიანის ქმედებების ეფექტიანი გამოძიება და არ დაუშვას ლოიალურობა ივანიშვილის გუნდის წევრისა და  და მისი გარემოცვის მიმართ.

საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ენზელ მკოიანისა და სამველ პეტროსიანის ახლობლებს შორის დაპირისპირების ეპიზოდში მკოიანი იარაღს იყენებს. თუმცა, ამ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.

მკოიანის ფიგურა დიდი ხანია ჩვენთვის ცნობილია, ის უკვე რამდენიმე წელია რეგიონს კორუფციული და კლანური მექანიზმით მართავს. გარდა იმისა, რომ მკოიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა შემოწმდეს და ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ზოგადად ასეთი ფიგურების დატოვება პოლიტიკაში პრობლემაა და ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, უარი თქვას მკოიანის და მსგავსი კლანების გამოყენებაზე წინასაარჩევნო პროცესში, - ამბობს EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და რამდენჯერმე ისვრის. ვიდეო 26 მარტის ინციდენტს ასახავს, როცა ერთმანეთს  მკოიანი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ბრალი ორ პირს წარედგინა, რომელთა შორის ენზელ მკოიანი არ არის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი