რუსეთი EU-ს სანქციებს მეზობელი ქვეყნების დახმარებით არიდებს თავს - კვლევა

გამოქვეყნდა:

რუსეთი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დსთ-სა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით არიდებს თავს, - ამის შესახებ რუსული მედია კვლევითი კომპანია Euromonitor International-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, რუსეთს მეზობელი ქვეყნების დახმარებით, რეექსპორტის გზით, საშუალოდ 700 მილიონი ევროს ღირებულების სანქცირებული პროდუქტი შეაქვს ყოველ თვე.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ 2022 წლის მარტი - ნოემბრის შუალედში, იმ პერიოდში როცა რუსეთს სანქციები დაუწესდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციაში პროდუქტის იმპორტი 47%-ით შემცირდა. თუმცა, ამავე პერიოდში ექსპორტი 48%-ით გაიზარდა პოსტ-საბჭოთა სივრცის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიც არის საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.

მათივე გამოთვლით, მხოლოდ 2022 წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან რუსეთში გატანილი სანქცირებული პროდუქტის ღირებულება 1,5 მილიარდ ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი