ბაიდენი შესაძლოა პოლონეთში ზელენსკის შეხვდეს - მედია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაძლოა პოლონეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამჟამად ყველა მხარე განიხილავს მოლაპარაკებების ამ ფორმატს - ინფორმაციას უკრაინული UNIAN -ი პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს,  უკრაინული მხარე უკვე ამზადებს შესაძლო მოლაპარაკებების პროგრამას.

გამოცემის თანახმად, ზელენსკი გეგმავს ბაიდენს წარუდგინოს 10 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, მათ შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზეც, რომელიც გამოიძიებს რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. 

პარალელურად, მოლაპარაკებები წარიმართება უკრაინის შეიარაღებაზე, კერძოდ, აშშ-ს ნებართვით პოლონეთიდან თვითმფრინავების სავარაუდო გადატანაზე.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ამერიკული და არც უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს.

 მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლისთავზე, ევროპაში ვიზიტს გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი