"მიხეილ სააკაშვილის წამება უნდა შეწყდეს... რუსეთი დამარცხდება და საქართველოს მთავრობას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს" | რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილის წამება უნდა შეწყდეს... რუსეთი დამარცხდება და საქართველოს მთავრობას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი მიკოლა ზადოროჟნი "მთავარ არხთან" საუბრობს. 

"გუშინ მსოფლიომ დაინახა, რა მდგომარეობაშია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილზე საჯაროდ ისაუბრა. მისი წამება უნდა შეწყდეს. შეწყვიტეთ ადამიანის ტანჯვა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ადამიანის უფლება დაიცვას და კანონის უზენაესობას პატივი სცეს. კონსტიტუციაში გასაგებად წერია, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელია - მისი დაცვა კი მთავრობის აუცილებელი მოვალეობა.

მინდა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სიტყვებს გამოვეხმაურო - ის აუცილებლად იცოცხლებს და ჩვენს გამარჯვებას მოესწრება. უკრაინა მტრის წინააღმდეგ ერთიანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უკრაინასთან მიმართებით შეიცვლება. დღეს საქართველოს პრორუსული მთავრობა მართავს. მინდა გითხრათ ,რომ ამ გზას მომავალი არ აქვს და ის არსად მიდის. დღეს თუ ხვალ რუსეთი დამარცხდება - შემდეგ კი საქართველოს მთავრობის მიმართ შეკითხვები გაჩნდება, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ", - ამბობს ზადოროჟნი. 

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მისი ფოტოები გუშინ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს აჩვენა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი