ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" შემომწირველია

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის თქმით, ბაჩანა შენგელია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებული კადრი იყო და ის, პოლიტიკური ანგაჟირულობის მიზეზით, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. 

ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, მე რომ დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, იყო "ნაციონალების" მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, იმიტომ, რომ ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი - ამბობს წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

„მთავარმა“ კითხვით მიმართა ბაჩანა შენგელიას, თუ რა  გახდა მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი, რაზეც შენგელიამ საქმიანი უთანხმოება დაასახელა: 

უთანხმოება იყო კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მე მიმაჩნდა, რომ სისტემისთვის ის კანონპროექტი რომელსაც იღებდნენ, არ იყო სასარგებლო, ამიტომ პარლამენტში ჩვენი პოზიცია დავიცავი - ეს იყო დაპირისპირების მთავარი მიზეზიც; ამის შემდეგ, მე დავწერე განცხადება და ჩემი ნება-სურვილით დავტოვე ნოტარიუსთა პალატის თანამდებობა 2013 წლის 24 ნოემბერს. თუ თეა წულუკიანი ასე უყურებს, რომ თვითონ ყველაფერი ქნა ჩემს გასათავისუფლებლად, კი ბატონო, მაგრამ მე დაპირსპირება მქონდა მხოლოდ კონკრეტულად საქმეზე და როცა ვეღარ ვთანხმდებოდით მე დავტოვე თანამდებობა - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი "პოლიტიკურად ანგაჟირებულობაზე" საუბრობს, ბაჩანა შენგელიას შემცვლელად, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარედ 2018 წელს  მარიკა გოგოლაძე აირჩა, რომელიც, როგორც ირკვევა,  ქართული ოცნების შემომწირველია. გოგოლაძემ 2014 წელს პარტია "ქართულ ოცნებას" 12 000₾ შესწირა. 

შეგახსენებთ,  რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით, ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა ივნისის ბოლოს შეეზღუდა, რის მიზეზადაც ნოტარიუსის "ფეისბუქის" პირად გვერდზე განთავსებული პოლიტიკური განცხადებები იქცა. 

თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო სისტემებზე წვდომა სასამართლო გადაწყვეტილებად 14 დღეში აღუდგინა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი