კრამატორსკში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, კრამატორსკში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. 

მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიღეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. მაშველებმა გადაარჩინეს ორი მოქალაქე.

სამაშველო სამსახურმა დანგრეული სახლის სრული დემონტაჟი დღეს, 3 თებერვალს, დაასრულა.

საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა პირველ თებერვალს განახორციელეს. დაბომბვის შედეგად ერთი სახლი სრულიად დაინგრა. 

განმეორებითი თავდასხმა კრამატორსკში 2 თებერვალს მოხდა. ქალაქის ცენტრში 2 რაკეტა ჩამოვარდა, რომელმაც დააზიანა ბავშვების კლინიკა, სკალო, გარაჟები და მანქანები. დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი