70 ახალი სამარხი და დამატებითი რიგი - მედიის ცნობით, "ვაგნერის" სასაფლაო ისევ იზრდება

გამოქვეყნდა:

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სასაფლაო იზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კრასნოდარის ოლქში, სოფელ ბაკუნსკაში მდებარე სასაფლაოზე დაახლოებით 70 ახალი სამარხი გამოჩნდა და მეცამეტე რიგიც დაემატა, - ინფორმაცია და ვიდეომასალა მედიაში ვრცელდება.

"ვაგნერის" დაქირავებულთა საფლავების ამოცნობა, ტიპური გვირგვინებით, იდენტური ჯვრებითა და ფოტოების არარსებობით შეიძლება, რადგან "მებრძოლების" უმეტესობა პატიმრები იყვნენ და ომში პირდაპირ კოლონიებიდან წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ NYT-მა  იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები და წერდა, რომ ბოლო 2 თვეში "ვაგნერის" სასაფლაო თითქმის 7-ჯერ იყო გაზრდილი. გამოცემამ შედარებისთვის წინა წლის 24 ნოემბრისა და 24 იანვრის ფოტოები გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი