კანადიდან უკრაინაში პირველი Leopard-2-ის ტანკები გაიგზავნა

გამოქვეყნდა:

კანადიდან უკრაინაში Leopard 2-ის სისტემის ტანკების პირველი პარტია გაიგზავნა - ინფორმაციასა და ფოტომასალას ტვიტერზე კანადის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს:

"კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის" წერს ანიტა ანანდი.

კანადამ უკრაინისთვის 4 ერთეული Leopard-2-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ 26 იანვარს განაცხადა. 

იქამდე კი უკრაინისთვის "ლეოპარდებით" დახმარება გერმანიამ ოფიციალურად 25 იანვარს დაამტკიცა. მან ამის უფლება სხვა ქვეყნებსაც მისცა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი