
აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ცნობები დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
მარკინ პრჟიდაჩს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ეს ვიზიტი მალე შედგება.
„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და ჩამოვა პოლონეთში. ჩვენ შევთანხმდით ამერიკულ მხარესთან, რომ დროულად გამოვაცხადებთ ამ ვიზიტის თარიღს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს მოხდება ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი შესაძლოა პოლონეთში ზელენსკის შეხვდეს. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლისთავზე, ევროპაში ვიზიტს გეგმავს.