
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი თქმით, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი მას თავდასხმით არ დამუქრებია.
ამის შესახებ შოლცმა გერმანულ გამოცემა Bild-თან განაცხადა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, პუტინთან საუბარმა ცხადყო, რომ მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ უკრაინაში ომზე.
"პუტინთან საუბრისას მკაფიოდ ვთქვი, რომ ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში უმიზეზოდ შეიჭრა, იმისთვის რომ დაიპყროს უკრაინის ნაწილი ან მთელი ქვეყანა მისი კონტროლის ქვეშ მოიქციოს", - თქვა შოლცმა.
მანამდე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა BBC-თან თქვა, რომ უკრაინაში შეჭრამდე პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბრისას პუტინი მას სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჯონსონის განცხადება უარყო და ის ტყუილში დაადანაშაულა.