მე რა ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მოსამართლე ვარ?! - ნინო ნადირაძე განაჩენზე

გამოქვეყნდა:

"მე ბევრი ვილაპარაკე, არანაირი კომენტარი...მე რა ვიცი, მოსამართლე ვარ? წარმოდგენა არ მაქვს" - ასე უპასუხა კლინიკა "ვივა მედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

კითხვას, როგორია ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნინო ნადირაძემ არ უპასუხა.

შეგახსენებთ, დღეს, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი