უკრაინის რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიოს პარლამენტებს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელობის რეზოლუცია, სადაც ისინი მოუწოდებენ მსოფლიოს პარლამენტებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს.

მანამდე კი დღესვე, 6 თებერვალს, უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

"საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს უმაღლეს რადას, მიიღოს რეზოლუციის პროექტი საქართველოსთან, ევროპარლამენტთან, ევროკავშირის საბჭოსთან, ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და წევრის პარლამენტებთან მიმართვის შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს მესამე პრეზიდენტის (2004-2013 წწ.), უკრაინის მოქალაქის მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია კომიტეტის რეკომენდაციაში.

აღნიშნული დადგენილების პროექტი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ეხება, ის 3 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ პროექტის ინიციატორი დეპუტატი ელენა შულიაკია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი