35 ქვეყანა არ უჭერს მხარს 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

35 ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, ავსტრალიას და დიდი ბრიტანეთს,  2024 წლის ოლიმპიადიდან, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნა სურს - ამის შესახებ ლიეტუვას სპორტის მინისტრმა იურგიტა სიუგზდინიენმა განაცხადა.

35 ქვეყნის მინისტრებთან ერთან, ონლაინ შეხვედრაში დღეს უკრაინაის პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. ზელენსკის მთავარი გზავნილი იყო, რომ არ შეიძლება რუსული აგრესიის ფონზე, ნეიტრალიტეტის პრინციპები იქნას გამოყენებული.

 "ეს იყო 35 ქვეყნის წარმომადგენლის ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე დიდი ბრიტანეთის პოზიცია: სანამ პუტინი აგრძელებს ბარბაროსულ ომს, რუსეთი და ბელარუსი არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ოლიმპიადაზე", - წერს ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ლუსი ფრეიზერი

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, თომას ბახი ოლიმპიადაზე იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე ალაპარაკდა, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსულ აგრესიას. ბახმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთმა სპორტსმენებმა შესაძლოა 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით მიიღონ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი