UNIAN: ღარიბაშვილმა უკრაინა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილმა უკრაინა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული UNIAN და პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინა რუსეთთან ომის „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იმავე მიზანს ემსახურებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაიკვეხნა, რომ გასულ წელს საქართველომ აჩვენა „უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა“ 10,1%-ის დონეზე.

ღარიბაშვილი თავისი ხელისუფლების დამსახურებადაც მიიჩნევს, რომ საქართველომ ომის „აცილება მოახერხა" - წერს UNIAN.

"უკრაინისგან პროვოკაცია, არ წყდება" - თქვა დღეს ღარიბაშვილმა და განავრცო ის რუსული ნარატივი, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეა "ოცნება" მისცეს. ღარიბაშვილმა კობახიძის მსგავსად, უკრაინის დანაკარგებზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი