რუსეთი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავს - უკრაინის დაზვერვამ კიშინიოვი გააფრთხილა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით
უკრაინულმა დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს უახლოეს მომავალში.

დანილოვმა ასევე მიანიშნა, რომ კრემლმა თავის გეგმის განხორციელებაში, შესაძლოა ჩეჩენი ბოევიკები ჩართოს, რომლებიც გასული წლის თებერვალში ჩაიყვანეს უკრაინაში. მისივე თქმით, მათი დავალება მოლდოვის ხელისუფლების პირველი პირების ლიკვიდაცია იქნება, თუმცა, როგორც დანილოვი ამბობს, ახლა ეს ადამიანები თურქეთში იმყოფებიან და იქ „მაშველებად“ მუშაობენ.

"ახლა ყურადღებით ვაკვირდებით, რომ არ მოხდეს, რომ ეს "მაშველები" კიშინიოვში აღმოჩნდნენ. მათი სახელები და გვარები ვიცით", - დასძინა დანილოვმა.

მოლდოვაში, კრემლის გეგმების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკეთა 9 თებერვალს, ბრიუსელში ვიზიტის დროს. 

ოფიციალური კიევისგან ინფორმაციის მიღება კიშიონოვში დაადასტურეს, თუმცა ოპერატიული საიდუმლო ინფორმაციის მოტივით, შინაარსზე არ უსაუბრიათ. 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს თანამდებობა დატოვა მოლდოვას პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ. მაია სანდუმ იმავე დღეს, მის შემცვლელად დორინ რეჩანი წარადგინა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი