პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

სტოლტენბერგმა ფედერალურ ასამბლეაზე პუტინის დღევანდელი გზავნილები შეაფასა:

"რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში.

ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში", - დასძინა სტოლტენბერგმა.

იხილეთ:




 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი