
იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრ, ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჰოლოდომორის აღიარება უკრაინელი ხალხის გენოციდად, რადგან წელს აღინიშნება ამ ტრაგედიის 90 წლისთავი. პრემიერმინისტრმა მაცნობა, რომ იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ უკვე მისცა ხმა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ შესაბამის რეზოლუციას იტალიის პარლამენტი მხარს უახლოეს მომავალში დაუჭერს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილების პროექტი 1932-1933 წლებში უკრაინაში ჰოლდომორის გენოციდად აღიარების შესახებ და კატეგორიულად დაგმო მისი დამნაშავეები. ასევე 15 დეკემბერს ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა.