"დიდი შეცდომაა" | ბაიდენი რუსეთის მიერ START-ის დატოვებაზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის გადაწყვეტილებას START-ის ხელშეკრულების დატოვებაზე "დიდი შეცდომა" უწოდა.

ბაიდენმა კომენტარი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში ბუქარესტის წევრთა შეხვედრის წინ გააკეთა. მას მედიასთან ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე თქვა: "დიდი შეცდომაა".

ბუქარესტის ჯგუფი, რომელიც 9 ქვეყნისგან შედგება, 2015 წელს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩამოყალიბდა. მასში შედიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

შეგახსენებთ, რომ START-ის ხელშეკრულების შეჩერების შესახებ განცხადება პუტინმა ფედერალური ასამბლეისთვის მიმართვისას გააკეთა. შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ლიმიტებს უწესებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი