"საქართველოს მთავრობამ აჩვენა დამოკიდებულება, როცა ერთხელაც არ უწოდებია რუსეთისთვის ტერორისტი სახელმწიფო" - უკრაინელი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რადას დეპუტატებსა და ფრაქცია "გოლოსის" წევრებს შეხვდნენ. 

უკრაინელმა კანონმდებლებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით დღეს საქართველოს სათქმელს საერთაშორისო ასპარეზზე ამბობს სწორედ ქართველი ერი და არა საქართველოს ხელისუფლება.

"ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან გვესიამოვნა, როდესაც საქართველოს დროშები დავინახეთ გუშინ, როდესაც გვქონდა მიღება ამ საშინელი ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა არ ჩამოვიდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკუთარი დამოკიდებულება აჩვენა ამ ომის მიმართ, როდესაც ერთხელაც არ უწოდებია რუსეთისთვის ტერორისტი სახელმწიფო. მით უმეტეს, როდესაც ამბობენ, რომ ქართულ ოპოზიციას სურს თბილისი მარიუპოლად იქცეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ეს საერთოდ ყველანაირ ლოგიკას სცდება. ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა საკუთარ მხარდაჭერად გაასაღონ, რაც ასევე სამწუხაროა. ის ფაქტი, რომ ზელენსკის პარლამენტისთვის მიმართვის საშუალება არ მისცეს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის აღარ არის, რაც რამდენიმე წლის წინ იყო",- ამბობს სოლომია ბობროვსკა, ფრაქცია "გოლოსის" წევრი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი