რატომ არ გააფრთხილეს უკრაინელები ომის დაწყების შესახებ წინასწარ | დანილოვის განმარტება

გამოქვეყნდა:

რატომ არ გააფრთხილეს უკრაინელები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ წინასწარ - როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, უკრაინის ხელისუფლებას ომის დაწყების რამდენიმე შესაძლო თარიღი ჰქონდა, ამიტომაც, მისი თქმით, ვერავინ იწინასწარმეტყველა, როდის და რა მიმართულებით გადავიდოდა მტერი შეტევაზე. 

როგორც დანილოვი აცხადებს, შესაძლო თავდასხმის შესახებ ჯერ ნოემბერში იყო, შემდეგ დეკემბერში. ამის შემდეგ კი 15 იანვარს დაურეკეს.

"ბოლო თარიღი, როდესაც გავიგეთ, ეს იყო 22-ში, მაშინ, როდესაც გვქონდა ინფორმაცია შემოჭრის შესახებ და მედესანტეების რუკა", - ამბობს დანილოვი.

მისივე თქმით, არ არსებობდა რეალური და პირდაპირი გაფრთხილება რუსეთის გეგმების შესახებ, მაგრამ უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა 23 თებერვალს გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი