"ვერც ერთი მხარე გამარჯვებას ვერ შეძლებს, დანაკარგების რაოდენობა გაიზრდება" | ორბანი ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას" მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას" მხარს უჭერს.

"უნგრეთის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს, როგორ მიდის ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ ომისკენ. ევროკავშირის ქვეყნები უკვე აგზავნიან ტანკებს, განიხილავენ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას და თუ ასე გაგრძელდა, იქნებიან ისეთებიც, ვისაც სურს ჯარის გაგზავნა უკრაინაში", - ამბობს ორბანი.

მისი თქმით, ვერც ერთი მხარე "გამარჯვებას ვერ შეძლებს, დანაკარგების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება, ამიტომ ბუდაპეშტი "მშვიდობიანი მოგვარების" მომხრეა".

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 
გამოაქვეყნა თავისი "პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი