"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პარლამენტში დღეს განვითარებული დაძაბული მოვლენებისა და დაპირისპირების შემდეგ, რუსული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა მაინც დაიწყო.

იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ხმაურიანი პროტესტი მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში "მონებოს", "არა რუსულ კანონს" და "მოღალატეებოს" შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.

ოპოზიცია ითხოვდა, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო. ოპოზიციონერი კაცები პარლამენტში მობილიზებულმა სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლებმა, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. იქამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

მანდატურებმა დარბაზში არ შეუშვეს პროტესტის მონაწილეები, სამაგიეროდ უპრობლემოდ შევიდნენ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი