
დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ მათთვის უფლების შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათ ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა სურდათ. "საქართველოსთვის" კანონპროექტი რუსეთის გავლენისგან დაცვას ეხება.
"მაშინ როდესაც პარლამენტი მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლა არის და სხვა არაფერი ამ კანონის აქ განხილვა, მაშინ როდესაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციური ვალდებულებაა, მათ შორის პარლამენტის, მაშინ როდესაც პარლამენტის ბიურომ დაარღვია დეპუტატის კონსტიტუციური უფლება ალტერნატიული კანონპროექტის წარმოდგენის და მათ არ მოგვცეს შესაძლებლობა დაგვეპირისპირებინა მათ რუსულ კანონს ჩვენი კანონპროექტი სადაც რუსეთი, ოკუპანტი ძალა და მისი გავლენაა არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი. [...] შეზღუდა მან დეპუტატის კონსტიტუციური უფლება, ამას აუცილებლად საკონსტიტუციოში გავასაჩივრებთ", - თქვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. სხდომაზე დაპირისპირება იყო: