"ოცნების" მაღალჩინოსანს 8 წლამდე პატიმრობა ელოდება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანს 8 წლამდე პტიმრობა ემუქრება. წალენჯიხის საკრებულოს თამჯდომარეს გამოძიება დიდი ოდენობით კონტრაბანდის რეალიზაციას ედავება. თემურ ღვინჯილია ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. 

წალენჯიხის საკრებულოს თამჯდომარე დღეს დილას, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. მას საკუთარი სამსახურეობრივი მანქანით 8 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც.

თემურ ღვინჯილია საკუთარ ადვოკატს, ბაჩო ყურაშვილს ჯერ არ შეხვედრია.    

ოპოზიცია სამეგრელოში კონტრაბანდის ფაქტების გახშირებას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება გარიგებულია გარკვეულ ჯგუფებთან, რომლებიც კონტრაბანდით ვაჭრობას კურირებენ და აქედან მთავრობის წარმომადგენლები ე.წ. "ატკატებს" იღებენ. 

"ქართული ოცნება" იქცა კანჯი ოღლის ბიზნეს პარტნიორად, იმ ადამიანების, სეპარატისტების, რომლებიც ყოველდღიურად ქართველების სისხლში ივლებენ ხელს. "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ, ანტიქართულ ძალად. საუბარია ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარეზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმ წვრილი რანგის ჩინოვნიკზე, ჩვენ ვსაუბრობთ წალენჯიხის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეზე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.  

მომხდარზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი