ენზელ მკოიანი მოსახლეობას შეხვდა, უცნობია იყრის თუ არა ის კენჭს დამოუკიდებლად

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მოსახლეობას შეხვდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ეს მისი პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. უცნობია, რა მიზნით გამართა შეხვედრა მკოიანმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხეში, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მან კენჭი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს.

"მთავარი არხის" გამოჩენას შეკრებაზე გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატმა თქვა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს.

თქვენი ინფორმაცია არასწორია, უკომენტაროდ... თქვენს ტელევიზიას არ ვენდობი, ტყუილს ავრცელებთ, გინდათ, რომ ადამიანებისგან გამრიყოთ, 2 წლის განმავლობაში ავტორიტეტი შემილახეთ, არ მინდა თქვენთან თანამშრომლობა, - უთხრა მკოიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და რამდენჯერმე ისვრის. ვიდეო 26 მარტის ინციდენტს ასახავს, როცა ერთმანეთს  მკოიანი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ბრალი ორ პირს წარედგინა, რომელთა შორის ენზელ მკოიანი არ არის. არასამთავრობო სექტური კი უწყებას საქმის გამოძიებას სთხოვს.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი